“ვგულშემატკივრობ საქართველოს”- რიო 2016–ის გულშემატკივრობის და მომზადების პროცესი იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს.
იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს მალხაზ ბაზაძეს – როგორც რიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მქონე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს – სამახსოვრო მაისური გადასცა.
იმერეთიდან ოლიმპიადაზე სამი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ტალახაძე – საჩხერე (ძალოსნობა), იაკობ ქაჯაია – წყალტუბო (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), სანდრო ბაზაძე – ქუთაისი (ფარიკაობა)
იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ოლიმპიელთა გასამხნევებლად გულშემატკივართა კლუბები შეიქმნება.
რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიადა მარაკანას მოედანნზე 5 აგვისტოს გაიხსნება და 26 აგვისტოს დასრულდება. სადაც საქართველოს სახელით 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ისინი სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ.
“ვგულშემატკივრობ საქართველოს” აქცია ოლიმპიელების მხარდასაჭერად
29/07/2016