ვახტანგ კაპანაძე სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს შეხვდა

Wednesday May 25th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სომხეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ენრიკო აპრიამოვს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრაზე გენერლებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. სომეხმა გენერალმა გენერალურ შტაბის უფროსს საჩხერეში, სამთო მომზადების სკოლაში სომეხი სამხედროების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0