შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქართული პოლიციის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დანაყოფებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის გადაცემისთვის. თავის მხრივ, კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში ქართველი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებებისთვის. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრთან დაკავშირებით და უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე განახლებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა
31/05/2020