ვახტანგ გომელაური ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურს შეხვდა

04/07/2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბის მეთაურთან, ვიცე-ადმირალ კოლინ კილრეინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და კონკრეტული მიმართულებები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-ს სპეციალური ოპერაციების შტაბსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდულ საფრთხეებზე და მათთან გამკლავების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0