ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

08/02/2019

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
დღეს ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძესთან ერთად ძმაგულაში, ჭერსა და სხალთის ადმინისტრაციულ ცენტრში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს და სოფლებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0