საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ “სინოფარმის” და “სინოვაკის” 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა. სინოფარმით აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი 5 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.
ვაქცინების 1 მილიონი დოზა საქართველოშია
02/07/2021