ვარშავის სამიტზე შემუშავებული იქნება ახალი გზები

07/07/2016

სამიტზე შემუშავებული იქნება ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ნატო-ს სამიტისგან, რომელიც ხვალ ვარშავაში გაიხსნება, ძალიან კონკრეტული მოლოდინები აქვს.

„ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, სათანადოდ შეფასებული იქნება. ასევე, სათანადოდ იქნება შეფასებული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პერიოდში და ასევე, შემუშავებული იქნება ნაბიჯები და ახალი გზები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, უფრო მეტად დაგვაახლოებს ალიანსთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს. ეს არის პრაქტიკული გზები, რომელთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ სამიტის ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – განაცხადა ჯანელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0