ვარკეთილში ქმარმა ცოლი მოკლა

29/01/2016

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლა და ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.

გარდაცვლილის და ქეთი კილასონია მომხდარზე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა:

„აღარ ვიცი, როგორ უნდა დაგვეცვა მისგან ნინო?! ნორმალური სახელმწიფო რომ გვქონდეს, ასეთ ადამიანს ცოლ-შვილის ნახვას აუკრძალავდნენ კი არა, მის იზოლირებას მოახდენდნენ! ჩვენ ხომ არ დავაპატიმრებდით ამ ადამიანს, რა გამოსავალი გვქონდა?! ჩვენ იმით ვიცავდით, რომ სამსახურში დილით მივყვებოდით და როცა მუშაობას დაამთავრებდა, დავხვდებოდით და სახლში მოგვყავდა… მხოლოდ იმ საშინელ სიკვდილის დღეს არ წავყოლილვართ; თუმცა რომ წავყოლოდით, ორ გარდაცვლილს მესამეც დაემატებოდა ალბათ. დაგვღუპა… ბავშვებს დედა მოუკლა, აყურებინა როგორ იცლებოდა ნინო სისხლისგან… გონზე ვერ მოგვყავს ბავშვები… ისეთი ტრაგედია დაემართებათ, აღარ ვიცი, როგორ უნდა აეწყოს მათი ცხოვრება… თითქოს გულმა ცუდი მიგრძნო, დავურეკე, – მალე მოხვალ-მეთქი? – მიპასუხა, – 15 წუთშიო. სახლიდან 50 მეტრში, საღამოს რვის ნახევარზე ესროლა… ბავშვები კივილის ხმაზე გარეთ გაცვივდნენ და მიწაზე დაგდებულ დედას თავზე წაადგნენ“, – ამბობს ქეთი კილასონია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0