„ვაჟაობა 2019“ სოფელ დიდ თონეთში მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა

29/06/2019

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წელს პირველად, „ვაჟაობა 2019“ საზეიმოდ აღინიშნა. სოფელ დიდ თონეთში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვაჟა-ფშაველას ოჯახისწევრებთან და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად დაესწრნენ. ღონისძიებაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფოლკლორისტები.

„ვაჟაობა 2019“-ის ფარგლებში, რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ოფიციალურად გახსნეს ვაჟა-ფშაველას სახელობის ბიბლიოთეკა, დაათვალიერეს, სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის ფოიეში წარმოდგენილი თემატური ექსპონატები და ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიება სადღესასწაულო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა, ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა და ჯგუფმა „რეგიონმა“ მიიღეს. აღსანიშნავია, რომ წელს, „ვაჟაობა 2019“-ის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი, სოფელ დიდ თონეთში, 1886-1888 წლებში, დიდი ქართველი მწერლის, პოეტის და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩაეყარა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0