დღეს ვანის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლის თავი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
გამგებელმა ზაზა ხურციძემ „9 მაისის მემორიალი“ გვირგვინით შეამკო და ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 ომის ვეტერანს პირადად მიულოცა დღევანდელი დღე.
ვეტერანებთან შეხვედრის დროს მან ხაზი გაუსვა ომში მებრძოლთა ღვაწლს სამშობლოს წინაშე და მადლობა გადაუხადა თითოეულს მათგანს ამ უდიდესი დამსახურებისთვის.
დღესვე 9 მაისის სკვერში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,დასასრულს კი ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარიანი ვაუჩერები და პრემიერ მინისტრის მილოცვა გამგებელმა ზაზა ხურციძემ პირადად გადასცა .
აღსანიშნავია რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხასთან ერთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითოეულ ვეტერანს 600 ლარი გადაეცემა, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ვანში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა
09/05/2016