პროგრამა “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა. პროექტი მოიცავდა ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩების, 16 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო ღობეები და განათება და მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი. პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.
ვანის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა
08/02/2023