ვანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

29/01/2018

ვანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. დღეს ალექსანდრე გოგორიშვილი ,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსთან ივანე სანადირაძესთან და კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელთან მინდია ქავთარაძესთან ერთად დიხაშხოს, სულორის და ძულუხის მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივებთან შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სერვისებისა და მომსახურების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.
საინფორმაციო შეხვედრაზე კოოპერატივი „თაფლი საჩინო“-ს დამფუძნებელმა მინდია ქავთარაძემ მოსახლეობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ გრანტების მოპოვება რათა განავითარონ სოფლის მეურნეობის თუ მრეწველობის სხვა და სხვა დარგები,რაც თავისთავად კარგ ფინანსურ სარგებელს მოუტანს მოსახლეობას.
დღესვე ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე, კერძოდ, თხილის ნარგავების მოვლის საშუალებების და მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ,ასევე პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რაც მეცხოველეობის პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდის .
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე ადიმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
შეხვედრების ჩატარების ადგილის და დროის შესახებ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0