საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია და საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძე ჭოგნარის, I და II ნიგორზღვის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის მაცხოვრებლების მსჯელობის შედეგედ გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი, თუმცა პრობლემებს შორის, გაღმა ზონაში, პირველ ადგილზე, წყლისა და გზების პრობლემებს აყენებენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზემოთ აღნიშნულ სოფლებში შემდეგი სამუშაოები შესრულდება:
ჭოგნარი – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოწყობა სოფლის ცენტრში; წყლის მილების შეძენა. საამისოდ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული 10 000 ლარი დაიხარჯება.
I ნიგორზღვა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ახალი მილების შეძენა და წყალსაცავის მოწყობა. სამუშაოებისთვის 12 000 ლარია განსაზღვრული.
II ნიგორზღვა – ეკლესიის მიმდებარედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მოწყობა. გზის გაუვალი ნაწილის მოწესრიგება. ამ საქმიანობისთვის 10 000 ლარს აითვისებენ.
შეხვედრებში აქტიურადაა ჩართული ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობები. შავლეგ თარგამაძემ დღეს მოსახლეობასთან ერთად განიხილა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი.
ვალერი ფოცხვერია ჭოგნარის, I და II ნიგორზღვის მოსახლეობას შეხვდა
08/02/2019