მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია ,,სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მორიგ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო. მან გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში – დაფნარსა და გომნატეხებში, მოსახლეობასთან ერთად, ის საჭიროებები განიხილა, რომელიც აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს.
დაფნარისთვის გამოყოფილი 16 ათასი ლარის ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ყოფილი სკოლის ტერიტორიის გვერდით არსებული სტადიონის შემოღობვა გადაწყდა.
გომნატეხების მოსახლეობის საერთო აზრია 4 სოფელის საერთო სარგებლობაში არსებული სასაფლაოს შემორაგვა, ჭიშკრის მოწყობა და 1300 მ. გარე განათების მოწყობა, რომლისთვისაც ასევე 16 ათასი ლარია გათვალისწინებული.
საკონსულტაციო შეხვედრებს ორგანიზებას უწევს და პროექტებში აქტიურადაა ჩართული მერის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში. გომის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ზაზა ნიკოლეიშვილი და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ამაღლობელი, აპარატის წევრებთან ერთად, ორგანიზებას უწევენ სოფლებში პროექტების მართვას.
შეგახსენებთ, მასიური შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, პროექტის ფარგლებში, 5 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება.
ვალერი ფოცხვერია ,,სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, მორიგ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო
18/02/2019