ვალერი კვარაცხელია C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ეწვია

12/07/2016

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია C ჰეპატიტის მართვის ცენტრს ეწვია და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ განმარტა ის ეტაპები, რაც პროგრამაში ჩართულ და ჩართვის მსურველმა ბენეფიციარებმა უნდა გაიარონ:
ბაზაში დარეგისტრირებულმა პაციენტებმა საჭირო კვლევების დასასრულებლად პროვაიდერ კლინიკებში მკურნალ ექიმებს უნდა მიმართონ.
ყველა შესაბამისი კვლევის პასუხი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა NIV-100/ა) და პირადობის მოწმობა , ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს C ჰეპატიტის მართვის ცენტრში (ფალიაშვილის 110) ან სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ ცენტრებსა და რეგიონალურ ოფისებში. ინფორმაციას პროგრამაში ჩართვის შესახებ პაციენტი მიიღებს სწორედ C ჰეპატიტის მართვის ცენტრში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონულ ცენტრებში ან რეგიონულ ოფისებში.
ბენეფიციარებმა, რომლებიც ჯერ არ არიან პროგრამაში ჩართულები, რეგისტრაციისთვის ასევე უნდა მიმართონ ზემოთხსენებულ დაწესებულებებს. აქ მათ საშუალება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთონ პროგრამაში.
დღეის მდგომარეობით სოციალური მომსახურები სააგენტოს ბაზაში (სრული დოკუმენტაციით) დარეგისტრირებულია 13,473 პაციენტი, მათ შორის 12, 500 განხილულ იქნა კომისიის მიერ და აქვთ კომისიის თანხმობა, მათ შორის მკურნალობა დაწყებული აქვს 11284 პაციენტს. მომლოდინე პაციენტთა სიაში 1000-მდე პაციენტია. 7,560 პაციენტმა კი უკვე დაასრულა მკურნალობის კურსი.
ამავდროულად უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბენეფიციართა რეგისტრაცია C ჰეპატიტის მართვის სერვის ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული და რეგიონალური ოფისებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0