ვალერიან მჭედლიძე ,,გორმედის“ ქსელის მედპერსონალს შეხვდა

23/06/2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე “გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელს გია სვანაძეს და კლინიკის მედპერსონალს შეხვდა. რწმუნებულმა ექიმებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. “გორმედის” ხელმძღვანელმა რწმუნებულს ქსელში შემავალ კლინიკებში არსებული ვითარებაც გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0