ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ტურისტული ბილიკები მოეწყო

10/04/2024

თბილისში, ვაკის რაიონში, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის საფეხმავლო-სათავგადასავლო ეკომარშრუტი მოეწყო. პროექტის მიზანია ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. შესრულებული სამუშაოების შედეგებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულ მონაკვეთზე ველო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონიშვნის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მარშრუტი აერთიანებს 1,2 კმ-იან საფეხმავლო ბილიკს და 2,5 კმ-იან მარტივ და რთულ საველოსიპედე ბილიკებს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პროექტის ავტორი – ფონდის „განვითარება და გარემო“ დირექტორი გოჩა კობერიძე და პროექტის შემსრულებელი შპს „ნაკვალევის“ დირექტორი რომან ლემონჯავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0