ვავალებ შემოსავლების სამსახურს, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები

21/05/2020

სოციალურ-ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მიიღებენ კომპენსაციას 1 200 ლარის მოცულობით, მაგრამ ამ კომპენსაციის მისაღებად ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა, როგორც მთავრობასა და მოქალაქის, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ მოუწოდა ყველა იმ ბიზნეს ოპერატორს, რომელსაც მოუწია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და არ დარჩეს დახმარების გარეშე არცერთი ის მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

„ასევე, მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია, სწრაფად და ეფექტურად გაიცეს ეს კომპენსაციები, იყოს შეგროვებული რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც ასეთი დახმარება მთავრობის მხრიდან სჭირდება, ეს დახმარება მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს დროულად ვაძლევთ მაშინ, როდესაც მათ ეს სჭირდებათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0