ე.წ. კაბელების საქმის პროკურორებსა და დაცვის მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა

01/04/2016

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდიბარე, ე.წ კაბელების პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც prof-news-ის კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, დაპირისპირება ბრალდებულ ნუგზარ კაიშაურის დაკითხვის დროს მოხდა, რაც გამოიწვია ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ “ბრალდების მხარე, პროკურორები იქცეოდნენ ცინიკურად, ტელეფონზე თამაშობდნენ და იღიმოდნენ”.
ადვოკატის აღნიშნულ განცხადებას პროკურორების გაღიზიანება მოჰყვა. მხარეებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მცირე ხნით შესვენება გამოაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0