ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია

23/05/2016

გარკვეულ ჯგუფებს აქვთ მსგავსი ფაქტების პროვოცირების სურვილი, რათა დაძაბულობის ფონზე თავიანთი დამარცხება გაამართლონ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი , კორცხელში მომხდარ ინციდენტს. სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მომავალი არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი რამ ჩვენს ქვეყანას აღარ ეკადრება. ეს იყო ”ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია, ეს იყო გააზრებული მცდელობა , რომ ასეთი რამ მომხდარიყო. გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ამგვარი ფაქტების პროვოცირების სურვილი რათა დაძაბულობის ფონზე თავიანთი დამარცხება გაამართლონ. ხელისუფლებას აქვს მტკიცე პოზიცია, მომავალი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, პირადად მე ნებისმიერ ფორმატს მივესალმები რომელიც თითოეულ პოლიტიკურ ძალას თუ ამომრჩეველს მეტ რწმენას მოუტანს, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა, რომ კორცხელში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო არჩევნებზეც არ განმეორდეს, დეპუტატმა ასე უპასუხა: „ ბუნებაში არ არსებობს რაიმე გეგმა, რომ ერთმანეთზე არ ვიჩხუბოთ ან არ ვიძალადოთ. მესმის, რომ ემოციური ხალხი ვართ, მესმის, რომ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ რომელიც ქვეყანას ტერორს უწყობდა არსებობს აგრესია თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ამ აგრესიის გამგრძელებლები უნდა ვიყოთ. გამოსავალი ერთია, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კანონის დაცვით, მშვიდობიანად.“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0