ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართა და ისტორიული პროექტის დაწყება მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ზრუნავს მთის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, „მთის კანონი“, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, კურორტ “გომარდულის“ და „გოდერძის“ განვითარება, გოდერძის სუბალპური ბაღის მშენებლობა და კურორტ „ბეშუმის“ რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა აჭარის მთის მოსახლეობის კეთილდღეობას, სამთო ტურიზმისა და მთლიანად აჭარის რეგიონის განვითარებას ემსახურება.
„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მთის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას, მეორე მხრივ სამთო ტურიზმის განვითარებას და მთის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებას. ეს იყო დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დღეს უკვე რეალობად იქცა “ – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.
ეს იყო დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დღეს უკვე რეალობად იქცა
10/10/2017