ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ნატოს უსაფრთხოების რეგიონალურ კონტექსტში არის აღქმული

10/07/2018

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში ჩვენ გვექნება ასეთი სახის შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ნატოს უსაფრთხოების რეგიონალურ კონტექსტში არის აღქმული და ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ვისაუბრებთ ნატოში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შავ ზღვაზე უსაფრთოხების საკითხებზე, ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პრობლემატიკასთან მსჯელობის საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის ნატოს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე საუბრისას.

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0