ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს ”ქართული ოცნების“ პარტიული სია, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმჯობესია დავით უსუფაშვილმა ”რესპუბლიკური პარტიის” სიას მიხედოს.
”ესღა გვაკლდა, რომ დავით უსუფაშვილმა დაგვიკომპლექტოს ,,ქართული ოცნების“ პარტიული სია. უსუფაშვილმა ჩემთვის ძალიან საპატივცემლო ადამიანმა, ”რესპუბლიკური პარტიის“ პარტიულ სიას მიხედოს. როგორმე მოვაგვარებთ ჩვენ ,,ქართული ოცნების“ პარტიულ სიას. მე არ ვიცი ვინ იგულისხმა უსუფაშვილმა ამ შემთხვევაში, თუმცა მე, ომარ ნიშნიანიძეს ეროვნული მოძრაობიდან მოსულს, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არაფერს ცუდს ჩვენ ”ოცნებას”, პარტიას, მოძრაობას არ ვუკეთებთ. ამიტომაც ვინ იგულისხმა მან განცხადებაში ვერ გეტყვით. შეიძლება ვინმე კონკრეტულად იგულისხმა. არამგონია, რომ მან მე და ჩემი მეგობრები გვიგულისხმა“, – განაცხადა ნიშნიანიძემ.