მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“იმ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჯერ კოჰაბიტაციას გვიჩიჩინებდნენ, ხოლო ახლა ნაცმოძრაობის გადარჩენაზე, მათ მთავარ ოპოზიციურ ძალად დატოვებაზე და დემოკრატიაზე რომ გვესაუბრებიან ნაცების კომენტარები უნდა წააკითხო იმ პოლიტიკოსების გამონათქვამებზე, რომლებიც მათ პოლიტიკურად უპირისპირდებიან. ახლახანს ჩემს ინტერვიუზე მათი კომენტარები წავიკითხე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ესენი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ სისხლის გუბეებს დააყენებენ, ოჯახებიანად ამოგვხოცავენ ,ცოცხები და წამება მონაგონი იქნება. ამიტომაც ვერ ჩავუგდებ ხელში ჩვენს მომავალს კოჰაბიტირებულებს, პორტირებულებს და უნიათოებს.”-აცხადებს სანდრო ბრეგაძე.