ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ახალი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა სკრინინგ ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს. პროექტი გულისხმობს ოჯახის ექიმების ჩართვას კიბოს სკრინინგულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ჰიბრიდულ-ციფრული და ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა. ოჯახის ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და პაციენტების სკრინინგის პროგრამაში ჩართვაზე. ასევე, ექიმებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ პროცედურებს, რასაც სკრინინგში მოსული პაციენტი გადის. აღნიშნულ პროექტს ეროვნული სკრინინგ ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ირაოსთან“ ერთად ახორციელებს.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა
07/05/2022