საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელდა. “2016 წლის 12 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4148 შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
12/01/2016