ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს

30/03/2016

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია სამაგისტრო კურსს იწყებს. წელს პირველად აბიტურიენტებს თავდაცვის ანალიზის სპეციალობაზე მიიღებენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამის დეტალებზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. აკადემიის ხელმძღვანელობამ თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს სამაგისტრო პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისიტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0