საქართველოს ეროვნული ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ი ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
”2016 წლის 22 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2802 შეადგინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.