ერნსტ არაქელოვს ჯილდო – “ხელოვნების ქურუმი” გადაეცა

17/06/2017

თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენის კავალერს ერნსტ არაქელოვს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, “ხელოვნების ქურუმი” გადაეცა.
ბ-ნ ერტნსტ არაქელოვს ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართულ 80 წლის საიუბილეო კონცერტზე გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0