ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი გახდა სპეკულაციების, ვაჭრობის და საარჩევნოდ ქულების დაწერის საშუალება

13/04/2016

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

,,მიუხედავად პარლამენტართა არაერთი დაპირებისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო შესწორების (რომელიც აკრძალავს ე.წ.ერთსქესიანთა ქორწინებას) საკითხი გახდა სპეკულაციების, ინსინუაციების, ვაჭრობის და საარჩევნოდ ქულების დაწერის საშუალება.აქედან გამომდინარე საჭირო 114 ხმის მოგროვება ვერ ხერხდება. ჩვენ ამ საკითხის ინციატორებმა თავის დროზე გავითვალისწინეთ პარლამენტის ხელმძღვანელობის თხოვნა, უარი ვთქვით რეფერენდუმის საკითზე იმ გარანტიით, რომ პარლამენტი მიიღებდა ამ შესწორებას. სამწუხაროდ ეს ვერ ხერხდება, ხოლო მავანი ამას იყენებს სავაჭროდ, დაიკარგა ძალზედ ძვირფასი დრო. ყოველივედან გამომდინარე დღეს საინციატივო ჯგუფის (სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე, კახა მიგინეიშვილი) მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი იქნა და რეგისტრაციაში გატარდა ჩვენი მოთხოვნა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. უახლოეს ხანში დავიწყებთ 200000 ხელმოწერის შეგროვებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ქართველთმოძულეთა მცდელობები რათა ჩვენს ქვეყანაში დაინერგოს ანტიქართული იდეები.!!!!!! ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ეროვნული საკითხებით ისპეკულიანტოს და ყოველივე გამოიყენოს მხოლოდ არჩევნებისას ხმების მოსაგროვებლად.”- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0