ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2856 ლარი გახდა

26/08/2016

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2856 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა და 2.2856 გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2857 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ორშაბათიდან ერთი ევროს შეძენა 2.5802 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5817 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0