ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1472 ლარი გახდა

30/05/2016

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.1472 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.1472 ლარია. კურსი, რომელიც 28 მაისიდან მოქმედებდა, 2.1461 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ -0.0011 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.3913 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა პარასკევს მოქმედი კურსი 2.3985 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0072 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0