ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2334 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2334 ლარი გახდება. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.2318 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5117 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.5130 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.