ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2318 ლარი გახდა

23/04/2016

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2318 ლარი გახდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.2318 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2317 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.5130 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5236 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0106 ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0