ერევანში პოლიციის შენობაში შეჭრილების წინააღმდეგ ძალისმიერი ოპერაცია არ იგეგმება

19/07/2016

ერევანში, საპატრულო პოლიციის შენობაში შეჭრილი შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ძალისმიერი ოპერაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არ იქნება მიღებული. „ნიუსარმენიას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებს სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ, უნან პოღოსიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ცივილიზებულ პირობებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა წყალობითაც ამ ადამიანებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და რამდენიმე მძევალი გაათავისუფლეს.
შეიარაღებული პირები, რომლებიც ერევანში პოლიციის შენობაში 17 ივლისს გამთენიისას შეიჭრნენ, სომეხი რადიკალური ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც ერთი თვის წინ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0