,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს

30/11/2018

“ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს დასავლეთ საქართველოში სტიქიის გამო დაზიანებული ელექტროქსელის აღდგენის სამუშაოებს. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა. ელექტროენერგიის მიწოდების მასშტაბურ წყვეტას ადგილი არ აქვს, თუმცა სხვადასხვა რაიონში არის შეზღუდვები. ყველა რაიონულ ცენტს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური განაგრძობს მუშაობას დაზიანებული ქსელის აღსადგენად. უამინდობა ართულებს აღდგენითი სამუშაოების წარმოებას, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური ცდილობს რაც შეიძლება დროულად და სწრაფად მოახდინოს ავარიების ლიკვიდაცია. დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას მიეწოდება ელექტროენერგია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0