ენერგეტიკის მინისტრმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

13/09/2016

ენერგეტიკის მინისტრმა ქართველ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. ილია ელოშვილმა ენერგეტიკოსები დარგში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის და ვეტერან ენერგეტიკოსთა კავშირის წევრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0