ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებული სექტორია

02/01/2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ ახალი წელი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო ელექტროსისტემის ეროვნული სადისპეტჩეროდან მიულოცა, საიდანაც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი იმართება. ის ადგილზე გაეცნო უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის მუშაობას, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელი.

„ახალი წელი მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, მის ხალხს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც 24 სთ-ის განმავლობაში იღწვიან საქართველოს უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგებისთვის. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განსაკუთრებული სექტორია და მის სტაბილურ და მდგრად განვითარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზოგადად საქართველოს ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მომუშავე დისპეტჩერებს, რომეო მიქაუტაძესთან ერთად, ახალი წელი მიულოცა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0