ემტეესში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

08/11/2016

ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მალე დასრულდება. დღეს ინფრასტრუქტურული ღონისძიება მუნიციპალიტეტის ხელძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამშენებლო პროექტის ფარგლებში მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი. ამ ეტაპისთვის სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. გასულ წელს ემტეესისა და კარიერის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემების მოწყობისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ორი სატუმბი სადგური, მდინარე კინტრიშზე წყლის მილმდენების გადატარების კასკადი, ტუმბოების სანიტარული ღობეები და ქვიშდამჭერები. პროექტის განხორციელებისთვის 1 657 444 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0