ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

26/07/2016

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 799 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0