ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ ონი-ირის მიმართულებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. ამ დროისთვის ასფალტირების სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაგებულია 600 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე. სამუშაოებს ასრულებს კონტრაქტორი კომპანია „ნიუ-როუდი“ და ქვეკონტრაქტორი კომპანია „ამბროლაური ავტოგზა 10“.
ემზარ საბანაძემ ონი-ირის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
17/06/2019