”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა

28/07/2023

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იყო საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0