კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრს, ტიბორ ნავრაჩიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონული განვითარების საკითხში კულტურის როლზე იმსჯელეს და ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„მინისტრმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი აქტიური გულშემატკივარია. ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის უნიკალურ კულტურასა თუ ისტორიას და მის მნიშვნელობას მთელი ევროპისათვის,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.