კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
„ვიმსჯელეთ საქართველოს და სომხეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტების დაახლოებაზე. ვისაუბრეთ მემორანდუმზე, რომელიც ორი ქვეყნის კომიტეტებს შორის გაფორმდა და განვიხილეთ ის ინიციატივები და სხვადასხვა პროექტები, რომლებიც აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.