ელისო ბოლქვაძე მუზეუმების გაერთიანების დირექტორს შეხვდა

Wednesday July 14th, 2021

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნინო სანადირაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე იმსჯელეს ახალგაზრდა თაობების მუზეუმებით დაინტერესების შესახებ, ასევე ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე.

„მნიშვნელოვანია მუზეუმების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება, მუზეუმებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც კულტურის კომიტეტის სახელით მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. საიუბილეო საღამოზე მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0