ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. ამის შესახებ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის ზონაში.
„განსაკუთრებით რთული მდგომარეობა იყო მაღალმთიან რაიონებში, სადაც თოვლის საფარმა დაახლოებით 1 მეტრს მიაღწია.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა დაზიანების ადგილებში, რომ დროულად მოეხდინა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა რაიონულ ცენტრს, ქალაქს და მიმდებარე ცენტრალურ დასახლებებს; ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5%.
ტექნიკური სამსახური სრულად მობილიზებულია. დასავლეთ საქართველოში გადმოგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოების ოპერატიულად საწარმოებლად; ისინი აგრძელებენ მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდინონ დარჩენილი აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა“, – აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.