ეკში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

10/08/2017

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით, სოფელ შრომისკარის მონაკვეთზე, უშაფათის მიმართულებით, დღეს სრულდება ასფალტობეტონის საფარის დაგების პირველი ეტაპი, რომელსაც ახორციელებს ელექტონულ ტენდერში გამარჯვებული სს „არქეოპოლისი“. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 153 293 ლარი. ამ ეტაპზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო 1 230 გრძივ მეტრზე, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0