ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე განთავსდება

02/03/2016

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1-ლი აპრილიდან თბილისში, ჭოველიძის ქუჩაზე განთავსდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე გაიყიდა და ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გადაინაცვლებს. სამინისტროს ახალი შენობის ფართი 7500 კვ მეტრია.

“ჩვენი შენობა 6 მილიონ დოლარად აუქციონზე გამოვიტანეთ და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გავყიდეთ. მინდა ინვესტორს მადლობა გადავუხადო, რომელმაც იყიდა ჩვენი შენობა იმიტომ, რომ 3 თვით მეტი გაგვაჩერა ამ შენობაში. 1-ელ იანვარს უნდა დაგვეცალა, ჩვენ ვთხოვეთ, რომ 3 თვით მეტი გავჩერებულიყავით და შესაბამისად, ჭოველიძის ქუჩაზე 1-ლი აპრილიდან გადავალთ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0