ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა

26/06/2021

„პრემიერ-მინისტრს ძალიან საინტერესო ანგარიში ჰქონდა. ქვეყანაში რთული და სპეციფიური პერიოდია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. პრემიერმა, გარდა მოკლევადიანი გეგმებისა, გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა. ეს არის ათწლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, როგორიც არის ეკონომიკური და რაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენ მოსახლეობას, ასევე სოციალური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის გამოწვევის საკითხები. განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რატომ ათწლიანი ხედვა და რატომ ამ დროს, როდესაც გვაქვს კონკრეტული, მოკლევადიანი გამოწვევები, მათ შორის, ეკონომიკური; პანდემიიდან გამომდინარე, გვაქვს გამწვავებული პრობლემები. ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს, რაც სახელმწიფოსა და მთავრობის ვალდებულებაა. ვფიქრობ, პრემიერის მხრიდან ამ კუთხით სწორი აქცენტები გაკეთდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0