ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

14/08/2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0